ზაზა ბიბილაშვილი

ბიბილაშვილი: ჩემს FB გვერდზე შეტევა მიმდინარეობს, 2000 გამომწერი მომაკლდა

ჩემს ფეისბუქზე მიმდინარეობს ორგანიზებული შეტევა. გატეხვის გამუდმებული მცდელობები არ მაქვს მხედველობაში. საუბარია ინფორმაციის გავრცელების არეალის ხელოვნურ შეზღუდვაზე. კერძოდ, ბოლო 2 თვის განმავლობაში, მომაკლდა თითქმის 2 000 გამომწერი. ეს არ მომხდარა ერთჯერადად (რომ ახსნილიყო ფბ-ის მიერ ფეიკ პროფილების წაშლით ან რაიმე საჯარო აქტივობით, რომელმაც შესაძლოა საპროტესტო unfollow გამოეწვია). არა, გამომწერების რიცხვი მცირდება მეთოდურად, ყოველდღიურად 30-40-ის ოდენობით. ეს მაშინ, როცა ყოველდღიურად მოდის უამრავი შეტყობინება, რომ ესა და ეს followed you (ანუ რიცხვი უნდა იზრდებოდეს). როგორ აკეთებენ ამას, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც გზას მიაგნეს. ამ საქმის მცოდნენი გამომეხმაურეთ :)

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ფეისბუქზე წერს.

კომენტარები