აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეის მინისტრი ტრამპზე: ძაღლები ყეფენ, ქარავანი კი მიდის

რი იონგ ჰო და კიმ ჩენ ინი
REUTERS

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგ ჰო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიტყვას "ძაღლის ყეფას" ადარებს. 

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა თქვა, რომ ის "სრულიად გაანადგურებდა" ჩრდილოეთ კორეს, თუკი ეს აშშ-ს ან მის მოკავშირე ქვეყნებს დასჭირდებათ. 

ამასთან დაკავშირებით, რი იონგ ჰოს განცხადება პირველი ოფიციალური კომენტარია ჩრდილოეთ კორეის მხრიდან. 

"ასეთი გამოთქმა არსებობს: ძაღლები ყეფენ, ქარავანი კი მიდის. თუკი ტრამპი იმაზე ფიქრობდა, რომ გაგვაოცებდა ასეთი ძაღლური ყეფით, ე.ი. ის სრულიად მოწყვეტილია რეალობას,"- თქვა რი იონგ ჰომ. 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე კიმ ჩენ ინზე საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ "კაცი რაკეტა სუიციდის მისიას ახორციელებს საკუთარი თავისა და რეჟიმისთვის".

როდესაც ჟურნალისტებმა იონგ ჰოს ჰკითხეს, რას ფიქრობდა ტრამპის ამ გამოთქმაზე, მან უპასუხა, რომ პრეზიდენტის თანაშემწეების გამო, თავს ცუდად გრძნობდა. 

კომენტარები