სტიქია

კარიბის ზღვის კუნძულებს ახალი შტორმი ემუქრება

CetusNews

პირველი კატეგორიის შტორმი მარია ქარიშხლად ჩამოყალიბდა და კარიბის ზღვის კუნძულებს უახლოვდება. მისი კურსი ქარიშხალ ირმას მსგავსია. უახლოეს 48 საათში მის მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერებას პროგნოზირებენ.

ქარიშხლის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს გვადელუპეზე, დომინიკაში, სენტ კიტსსა და ნევისში, მარტინიკაზე და სენტ მარტინზე. სავარაუდოა, რომ ქარიშხალმა ანტიგუა და ბარბუდა და პუერტო-რიკოც დააზარალოს. ეს კუნძულები ჯერ კიდევ ცდილობენ ქარიშხალ ირმას მიერ მიყენებულ ზარალს გაუმკლავდნენ. ირმას გამო სულ მცირე 37 ადამიანი გარდაიცვალა და კუნძულებს მილიარდობით დოლარის ზარალი მიადგა.

მარია ერთ-ერთია იმ სამი შტორმიდან, რომლებიც ამჟამად ატლანტის ოკეანეში მძვინვარებს.

პირველი კატეგორიის ქარიშხალი ხოსე აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს მიუყვება და ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ძლიერ ტალღებსა და ღელვას გამოიწვევს.

მესამე ტროპიკული შტორმი ლი, რომელიც კარიბის ზღვის კუნძულებს ჯერ არ მიახლოებია ძალას კარგავს და ტროპიკულ დეპრესიად იქცევა.

კომენტარები