ამერიკელ მომღერალს სელენა გომეზს, მისმა მეგობარმა ფრანჩია რაისმა თირკმელი გადაუნერგა. 25 წლის მომღერალს ლუპუსი, იგივე მჭამელას დაავადება აქვს.
ოპერაციის შესახებ გომესმა საკუთარ ინსტაგრამზე დაპოსტა.
"ვიცი, რომ ჩემმა ფანებმა შენიშნეს ჩემი დაბალი აქტივობა ზაფხულში და კითხულობდნენ რატომ არ ვწერდი ახალ მუსიკას, ამის გამო ძალიან ამაყი ვარ. აღმოვაჩინე, რომ მჭირდებოდა თირკმლის გადანერგვა მჭამელას დაავადების გამო. გულწრფელად მსურს ძალიან მალეგაგიზიაროთ ჩემი ბოლო თვეების თავგადასავალი. მანამდე კი, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს და ექიმების ბრწყინვალე ჯგუფს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ოპერაციამდე და მის შემდეგ. საბოლოოდ, კი არ მყოფნის სამდლობელი სიტყვები ჩემი ულამაზესი მეგობრისთვის, ფრანჩია რაისისთვის. მან მე უდიდესი საჩუქარი გამიკეთა და დაზარალდა იმით, რომ თირკმელი გადმომინერგა. მე ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მიყვარხარ დაო. დაავადება აგრძელებს იყოს უსიამოვნო და გაუგებარი, მაგრამ პროგრესი სახეზეა." - წერს სელენა გომეზი.
მომღერალმა დაავადების შესახებ 2015 წელს გაიგო და მუსიკალურ კარიერაში შესვენება გადაწყვიტა.





