არჩევნები 2017

კალაძე: აღმაშენებელზე გაივლი და ქართულის გარდა, შეიძლება ყველა ენაზეა დაფები

ვაპირებთ, რომ ძველ თბილისში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე. ეს ყველაფერი კარგად დავინახეთ აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მის ვიზუალურ მხარეს. მე ამაზე რამდენჯერმე ვისაუბრე და არ დავიღლები საუბრით. ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, რომ რეაბილიტირებულ აღმაშენებელზე გაივლი და ქართული ასოების გარდა, ქართული წარწერების გარდა შეიძლება ყველა ენაზე იხილო დაფები. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, ყველას აქვს უფლება ჩამობრძანდეს, ბიზნესი განახორციელოს, ხალხი დაასაქმოს, თუმცა ქართულ ანბანს, ქართულ ასოებს, ქართულ წარწერებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

კომენტარები