კარგად ცნობთ სხვადასხვა ენებს? შედით Greatlanguagegame.com- ზე და შეამოწმეთ საკუთარი თავი.
6. ფრენების რადარი
Flightradar24.com- ზე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ რომელი თვითმფრინავი სად მიფრინავს.
7. ყველაზე კარგი ადგილი ინტერნეტში
გჭირდებათ ვირტუალური ჩახუტება? გადადით აქ და მიიღეთ ის.
8. გარეთ დაბნელდა?
გეზარებათ ფანჯრიდან გახედვა და შემოწმება გარეთ დაბნელდა თუ არა? შედით საიტზე და მიიღეთ ამაზე პასუხი.
9. კოფეინის კალკულატორი
გაიგეთ რა არის თქვენი კოფეინის ლიმიტი. caffeineinformer.com-ზე ჩაწერეთ სასმელი და გაიგეთ მასში არსებული კოფეინის რაოდენობა, შემდეგ კი ნახეთ შეგიძლიათ თუ არა აღნიშნული რაოდენობის კოფეინის მიღება.
10. მაცივარში დარჩენილი საკვები
ალბათ ხშირად გქონიათ მომენტი, როდესაც მაცივარში საკვები პროდუქტები გაქვთ, მაგრამ არ იცით რა მოამზადოთ. ჩაწერეთ პროდუქტები myfridgefood.com- ზე და გაიგეთ რისი მომზადება შეგიძლიათ.
11. საკვების ვარგისიანობის შემოწმება
გაიგეთ აქ, რამდენი ხანი ძლებს კონკრეტული საკვები ან სასმელი.
12. შეადარეთ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება
შეადარეთ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების ხარჯები numbeo.com- ზე.
13. მხოლოდ ჩემთან არ მუშაობს?
როდესაც ინტერნეტი შეფერხებით მოგეწოდებათ და საიტებზე წვდომას კარგავთ, ყველაზე ხშირად გიჩნდებათ კითხვა მხოლოდ თქვენთან მოხდა ეს თუ საიტის პრობლემაა? ამის გასარკვევად შედით აქ.
14. რამდენი დრო დამჭირდება წასაკითხად?
არსებობს howlongtoreadthis.com, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ წიგნი და გაიგოთ რამდენი დრო დაგჭირდებათ მის წასაკითხად.
15. რომელი ბენდები დგანან თქვენს გემოვნებასთან ახლოს?
შედით music-map.com- ზე, ჩაწერეთ თქვენი საყვარელი მუსიკალური ბენდის სახელი და საიტი შემოგთავზებთ მსგავს ვარიანტებს.