ინტერნეტი

NDI: საქართველოს მოსახლეობის 51% ყოველდღიურად იყენებს ინტერნეტს

Reuters

ეროვნულ-დემოკრატიული ინდტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51% ინტერნეტს დღეში ერთხელ მაინც იყენებს. გამოკითხულთა 9% კი ამბობს ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც იყენებს. საერთო ჯამში ინტერნეტის ყოველდღიური და ყოველკვირეული მომხმარებლების რაოდენობა 60%-ს შეადგენს.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ეს მაჩვენებელი ქალაქისა და სოფლის ჭრილშიც დათვალა. კვლევის მიხედვით, დიდ ქალაქებში მაცხოვრებელთა 75% კვირაში ერთხელ მაინც იყენებს ინტერნეტს, ხოლო სოფლად მაცხოვერებლთა 53% იყენებს ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც. 

დიდი ქალაქების მაცხოვრებელთა 20% ამბობს, რომ ინტერნეტს საერთოდ არასდროს იყენებს, სოფლად მაცხოვრებლების კი 46% არ იყენებს ინტერნეტს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 

კომენტარები