კომუნიკაციების კომისიის თანახმად, 2019 წელს საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 73 ათასით გაიზარდა, გავრცელებამ კი 80.8% შეადგინა.
კომისიის მონაცემებით, თუ 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მოსახლეობის 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია.
ამასთან, თუ 2019 წელს საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტზე წვდომა 896 ათას ოჯახს ჰქონდა, 2020 წლის პირველი კვარტლისთვის ეს რიცხვი 914 ათასამდე გაიზარდა და ჯამში, მოსახლეობის 82%-ს შეადგენს.