ნარკოდანაშაული

შსს: ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დავაკავეთ, ჩხრეკისას 1000 აბი ამოვიღეთ

შსს

სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. 1986 წელს დაბადებული მ.მ. თბილისში აიყვანეს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 1000 აბი ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,897 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს.

კომენტარები