პატრიოტთა ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიის კანდიდატები არიან:
სალომე კაპანაძე - ვაკე
კობა მახაური - სამგორი
ბეჟან გუნავა - სამგორი
ვაჟა ჯელაძე - სამგორი
კახაბერ ინდუაშვილი - ისანი
ნიკოლოზ კაჭკაჭური - ისანი
ნიტა სიხარულიძე- გლდანის 22-ე ოლქი
თათია ცეკვავა - გლდანის 24-ე ოლქი
მამუკა ტუსკაძე გლდანის 25-ე ოლქი
გიორგი ხიზანიშვილი - გლდანი
კონსტანტინე დანელია - ნაძალადევის მე-9 ოლქი
გია (გიორგი) ფოჩხუა - საბურთალო
გიორგი გოგოლაძე - თემქა
როგორც ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, პატრიოტთა ალიანსის მიმართ ძალადობის გამოყენების გარკვეული მექანიზმები არსებობს. მისი თქმით, კანდიდატებს მოუწოდებდნენ, პარტია დაეტოვებინათ და არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. ინაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტების შესახებ დეტალურად რამდენიმე დღეში, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებს. პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდა, ამ პროცესს ყურადღება მიაქციონ და მათი წარმომადგენლები პროცესში არ ჩაერიონ.





