Facebook

Facebook-ის თანამშრომელი საქართველოდან ნინა ნუცუბიძე გახდა

facebook.com/nutsubidze.nina

Facebook-მა საქართველოში გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდიდატურა შეარჩია. კომპანიის თანამშრომელი ნინა ნუცუბიძე გახდა. ის Facebook-ის დუბლინის ოფისში საქართველოს საკითხებზე იმუშავებს, ე.წ. თემის ოპერატორი იქნება.

ნინა ნუცუბიძემ ახალი სამსახურის შესახებ საკუთარ Facebook-ზე დაწერა:

როგორც ვაკანსიის აღწერაშია ნათქვამი, თემის ოპერატორის ძირითადი მოვალეობა იქნება მომხმარებელთა მხარდაჭერა, პროდუქტების სიჯანსაღის გაუმჯობესება ხალხისათვის მათი გამოყენების განმარტვის გზით.  

"მას, ვინც ჩვენს გუნდს შემოუერთდება, ძალიან გაიტაცებს ხალხისათვის პრობლემების გადაჭრა, სულ მალე იქცევა Facebook-ისა და Instagram-ის საზოგადოების ძლიერ დამცველად. გვჭირდება ადამიანი, რომელიც თავის საუკეთესო გამოცდილებას შემოგვთავაზებს ჩვენი პლატფორმებისათვის,"- წერია სამსახურის აღწერილობაში.

ნინა ნუცუბიძე ციფრული მარკეტინგის კომპანია რედბერიში მუშაობს.

კომენტარები