რელიგია

დეკანოზი ილია: გავწყვიტოთ ევქარისტული კავშირი რუსეთის კრემლისტურ ცრუეკლესიასთან

რუსეთის იმპერიალისტური, კრემლისტური, პუტინისტური საპატრიარქო ცხინვალში ასრულებს უზარმაზარი ტაძრის მშენებლობას. ამასთან დაკავშირებით ამ საპატრიარქოს ვლადიკავკაზის ეპისკოპოსი ლეონიდი ჩავიდა ცხინვალში და ცრუპრეზიდენტ თიბილოვთან გამართა შეხვედრა. რუსეთის საპატრიარქო საქართველოს და საქართველოს ეკლესიის ღია მტრად იქცა, უფრო სწორად დაიბრუნა ძველი, 1811-1943 წლების პოზიცია. ასეთ დროს დუმილი ღალატია! და ხმის ამოღება რაღაც წკავწკავით ერთაბზაციანი განცხადებით თვალებში ნაცრის შეყრა იქნება მხოლოდ ქართველი ერისათვის. გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი ჩვენი ქვეყნის, ქართველი ერის და ქართული ეკლესიის მტრებთან! ძირს რუსული კრემლისტური ცრუეკლესია!!! იმის ფონზე, როდესაც ანტიოქიის საპატრიარქომ ყატარში არსებული ერთი სამრევლოს გამო ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა იერუსალიმის საპატრიარქოსთან, ყველა ეკლესიის დედა ეკლესიასთან, რა საერთო დაგვრჩენია მოსკოვის კაგებეშნიკურ საპატრიარქოსთან?!

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაზე Facebook-ზე.

კომენტარები