ჩრდილოეთ კორეა-რუსეთი

რუსეთის პირველ არხზე მაყურებელს აჩვენეს, რა კარგად ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეაში

EPA

რუსეთის პირველმა არხმა დილის პროგრამაში ახალი გადაცემა დაამატა - ჟურნალისტი, სახელად მარინა კიმი ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობს და მაყურებელს აჩვენებს, თუ როგორი არაჩვეულებრივია რიგითი ჩრდილო კორეელისთვის ფხენიანში ცხოვრება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში კომუნისტური დიქტატურა მძვინვარებს, ჟურნალისტი მაინც ახერხებს იპოვოს ისეთი ადგილები, რითიც დაამტკიცებს, რომ ფხენიანში ძალიან კარგად ცხოვრობენ. 

წარმოგიდგენთ რამდენიმე გადაცემის მიმოხილვას:

18 აგვისტო

სიუჟეტში კორესპონდენტი ჩრდილო-კორეულ მოდაზე საუბრობს და ამბობს, რომ ფხენიანში ბოლო ხუთი წელია მოდის ბუმია. მისი თქმით, გოგონებმა ღია ფერების ჩაცმა დაიწყეს და კაბები მუხლებამდე დაიგრძელეს. კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ ფხენიანი ამ საკითხში პარიზსა და მილანსაც კი უწყობს ფეხს. მისი თქმით, მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ყველაფერი ერთმანეთის მსგავსი და გვთხოვს, ყურადღება მივაქციოთ ჩანთებსა და ფეხსაცმელს. კრისტინა კიმი აღნიშნავს, რომ ბიჟუტერიის ნაკლებობას ტანსაცმლის ღილებზე გამოსახული ბელადის სახეები აკომპენსირებს. 

22 აგვისტო

ამ დღის სიუჟეტში ჟუნრნალისტი ფხენიანის ცენტრში არსებულ ელიტურ სილამაზის სალონზე საუბრობს. სალონის მეპატრონე მოდურ ვარცხნილობებს აჩვენებს - ახალგაზრდა გოგონებისთვის და უფროსი ქალებისთვის. "კორეელებს კულულები მოსწონთ, რადგან ბუნებრივად სწორი თმა აქვთ", ამბობს ის. ამასთან არსებობს მამაკაცის ვარცხნილობის 14 ვერსია - ახალგაზრდებისთვის, ცოტა უფრო ასაკოვანი კაცებისთვის და ჩინოვნიკებისთვის. "თუმცა სალონში ყველა თანასწორია" და, რატომღაც, თმის დაბანისას, მათ თავი სახით ქვემოთ აქვთ. ვარცხნილობა 20 რუბლი ($0.34) ღირს და მასში წვერის გაპარსვა და მასაჟიც შედის. "კორეაში ჭაღარა თმას ვერ იპოვით - თმას სპეციალური ხსნარით იღებავენ".


23 აგვისტო

ჟურნალისტი ამჯერად ჩვენს ყურადღებას საჭმელზე ამახვილებს და ამბობს, რომ "ფხენიანი ათასობით რესტორანის ქალაქია", "დღეში მინიმუმ 15 კერძი უნდა მიირთვათ". კორეელები მუდმივად ჭამენ კიმ-ჩის, კომბოსტოს სალათს. კორეელებს სჯერათ, რომ კომბოსტოს სამკურნალო თვისებები გააჩნია. 

"გრიპის ეპიდემიასა და გაციებას კორეაში ნამდვილად ვერ შეხვდებით,"- ამბობს ჟურნალისტი. 

24 აგვისტო

ამ სიუჟეტში ჟურნალისტის ტექსტი შემდეგი სიტყვებით იწყება - "ასე ითვლება, რომ ჩრდილოეთ კორეაში სიმღერებს მხოლოდ ბელადებზე მღერიან, ეს სიმართლეც არის და ტყუილიც". ჟურნალისტი სიუჟეტში ორ გოგოს გვაჩვენებს და გვიყვება, რომ ისინი ორი ყვავილის სახელწოდების სამინისტროში მუშაობენ - კიმჩენირისა და კიმერსენიში. კიმჩენირი ერის სიამაყეა, ამბობს ჟურნალისტი, "მას სიახლისა და ბელადის მიმართ პატივისცემის სუნი აქვს". შემდეგ გვიყვება, რომ ღრმა ბავშვობიდან ყველა კორეელი კიმჩენირის ზრდის თავის ეზოში. ფხენიანის ქუჩებში ეს ყვავილი მხოლოდ პოსტერებზე თუ შეგხვდებათ, თუმცა "მარგარიტებს და ვარდებს ყველგან შეხვდებით ისეთ ბაღებში, რომლებსაც ბერლინისა და პარიზისთვის შეუძლიათ კონკურენციის გაწევა".

კომენტარები