გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. სატვირთო მანქანა ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც სატვირთოს მძღოლმა ადგილიდან მიმავლა სცადა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამ დროს მძღოლმა სატვირთოზე კონტროლი დაკარგა და მან ქუჩის გასწვრივ გაჩერებული ავტომობილები გაიტანა. დაზიანებულია ოცამდე ავტომობილი. ავტომობილების გარდა დაზიანებულია სავაჭრო ობიექტიც. შსს ამ დროისთვის სატვირთოს მძღოლს ეძებს. გამოძიება ტრანსპორტის ექსპლოატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა.
tbl.ge/2gup
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი 31 წლის ქალი ემსხვერპლა, დაშავებულია ბავშვი
- ბაღდათი-თბილისის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა
- თბილისში სატვირთო ავტომობილისა და მოპედის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა
- წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთოს მძღოლი ემსხვერპლა