ლიბერთი ბანკი

ლიბერთი ბანკის აქციების ღირებულება დღეს მთელი 42%-ით გაიზარდა

ytimg.com

საქართველოს საფონდო ბირჟაზე დღეს ლიბერთი ბანკის აქციების მკვეთრი მატება დაფიქსირდა. ბანკის თითოეული აქციის ღირებულება დღეს 42.8%-ით გაიზარდა და ის ამ დროისთვის 3 თეთრს შეადგენს. ეს 2011 წლის მაისიდან დღემდე ლიბერთი ბანკის აქციების ღირებულების მაქსიმალური მაჩვენებელია.

დღეს ბანკის 10 000 ცალი აქცია გაიყიდა. საფონდო ბირჟაზე ლიბერთის 5.5 მილიონი აქციაა განთავსებული, დღევანდელი გაძვირება იმას ნიშნავს, რომ ბანკის აქციების საბაზრო ღირებულება 49.5 მილიონით 165 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

ლიბერთი ბანკში მფლობელთა ცვლილების პროცესი მიმდინარეობს. აქციონერების გადაწყვეტილებით, გაყიდვაზე სებ-ის თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭოში შევლენ  ირაკლი რუხაძე, გიორგი კალანდარიშვილი და დავით შონია. ბანკის მფლობელი კი ირაკლი რუხაძის კომპანია ჰანიველ პარტნერსი გახდება. ბანკში პოსტს ლადო გურგენიძე ამ დრომე ინარჩუნებს.

2017 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, ლიბერთი ბანკი წმინდა მოგების მიხედვით საქართველოსა და თიბისის შემდეგ მესამე ბანკია.

"ჩავიბარეთ გაკოტრებული, წამგებიანი ბანკი 15 მილიონი ლარის სააქციო კაპიტალით და ვაქციეთ მაღალმომგებიან  ინსტიტუტად, რომლის ROAE სტაბულურად 20%-ზე მაღალია და აქვს მაღალი კაპიტალი (ივლისში 20 მლნ ლარის დივიდენდების გადახდის შემდეგაც კი), რომლის მოცულობა 170 მლნ ლარს აჭარბებს“, – ნათქვამია ლადო გურგენიძის განცხადებაში.

 

კომენტარები