ტერაქტი ბარსელონაში

კატალონიის პოლიცია: დაღუპულია 1 ადამიანი, დაშავებულია 32

EPA

კატალონიის პოლიციის განცხადებით, ბარსელონაში მომხდარი თავდასხმას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 32 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ნაწილის ცნობით კი, ტერაქტს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. 

ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

თავდამსხმელს, რომელიც, სავარაუდოდ, ფეხით გაიქცა, პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

კატალონიის პოლიციამ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიაკაცია მიანიჭა.

კომენტარები