ტერაქტი ბარსელონაში

ბარსელონას ტერაქტში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი 4 პირის სასამართლო დღეს შედგა

EPA

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის ფარგლებში დაკავებული 4 ადამიანი დღეს მადრიდის უზენაესი სასამართლოს წინაშე წარდგა. 

მათ ბარსელონაში 17 აგვისტოს მომხდარი ტერაქტთან დაკავშირებით დაკითხავენ. დაკავებულებს ტერაქტის მოწყობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. ტერაქტს 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 8 ადამიანი მოკლულია. მათგან 6 პოლიციამ მოკლა, 2 კი აფეთქებას ემსხვერპლა. უკანასკნელი ეჭვმიტანილი- 22 წლის მაროკოელი იუნეს აბუიაქუბი, რომელმაც უშუალოდ განახორციელა თავდასხმა, გუშინ ღამით მოკლეს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები