ნარკოდანაშაული

სპეცოპერაციები თბილისი მოლთან და ფონიჭალაში - ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს

Palitra Tv

თბილისის გასასვლელში, თბილისი მოლთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 

პარალელურად, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი სპეცოპერაცია ფონიჭალაში ჩაატარეს. ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ფონიჭალაშიც ერთი ადამიანი დააკავეს. 

შსს-ში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს დაკავებულების ჩხრეკისას.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ფონიჭალაში ორი სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

კომენტარები