შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით დაკავებული 1981 წელს დაბადებული ლ.ე.-ია, რომლის პირადი ჩხრეკისას, უყების თქმით, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 27 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
შსს
შსს: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დავაკავეთ

შსს




