ვაშლიჯვარში სატვირთო მანქანა შვიდ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. რუსთავი 2 თვითმხილველებიზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგად, მოქალაქეებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
პირველადი ინფორმაციით, ავტოავარია სატვირთო მანქანის მუხრუჭის გაუმართაობამ გამოიწვია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.





