თბილისის სატრანსპორტო კომპანია

სატრანსპორტო კომპანია: სერვერი დაიწვა, ქალაქში ავტობუსების ტაბლოები გამორთულია

თბილისის მერია

თბილსის მასშტაბით ავტობუსების გაჩერებებზე დამონტაჟებული ტაბლოები გამორთულია. ამასთანავე არ მუშაობს ვებგვერდი transit.ttc.com.ge რომელზეც რეალურ დროში ავტობუსების მოძრაობის ნახვაა შესაძლებელი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ტაბულას უთხრეს, რომ სისტემის გაჩერების მიზეზი ცენტრალური სერვერის დაწვაა. კომპანია ამ დროისთვის მის აღდგენას ცდილობს, თუმცა მათი თქმით პროცესს სავარაუდოდ რამდენიმე დღე დაჭირდება.

კომპანიაში ხარვეზის გამოსწორების ზუსტ დროს ვერ ასახელებენ.

კომენტარები