NDI-ის კვლევა

ხოშტარია NDI-ზე: ჩვენი ამოცანაა არა დავტკბეთ ამ შედეგით, არამედ ვიპოვოთ გამოსავალი

ნათლად ჩანს ამ კვლევაშიც, არაფერი სიახლე ამაში არ არის, რომ ადამიანები არიან უკმაყოფილოები დღევანდელი მთავრობით. ერთერთი ციფრი არის ძალიან მეტყველი, მაგალითად, თბილისში 3-ჯერ მეტია უარესად, ვიდრე უკეთესად, მაგრამ აქ მთავარი არის სხვა რამ - მთავარი არის ადამიანებს შევთავაზოთ გამოსავალი იმ მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ აწუხებთ. პირველი ეს არის უმუშევრობა, ეს არის სიღარიბე. თბილისში ეს არის ჰაერის დაბინძურება, გადატვირთული მოძრაობა, პარკინგების პრობლემა და სწორედ ჩვენი, ოპოზიციის ამოცანაა, რომ არა დავტკბეთ იმით, რომ ხალხი ხელისუფლებით უკმაყოფილოა (ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა), არამედ კონკრეტული გამოსავალი შევთავაზოთ ყველა ამ მიმართულებით. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი პროგრამა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია საუბრობს NDI-ის კვლევის შედეგებზე

კომენტარები