სეკულარიზმი

ბესელია: სეკულარიზმზე პრემიერმა ძალიან საინტერესო, ფილოსოფიური განცხადება გააკეთა

ტაბულა

"საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა", - 23 ივლისს პატრიარქის თანდასწრებით განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ინტერპრესნიუსთან საუბარში პრემიერის ამ განცხადებას "ძალიან საინტერესო და ფილოსოფიური უწოდა".

"სეკულარიზმთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა ფილოსოფიური, ძალიან საინტერესო შეფასება გააკეთა, კარგად მესმის მისი შეფასება და ვერ ვხედავ, რა იყო კრიტიკის საფუძველი. 

პრემიერმა ძალიან კარგად იცის რა არის სეკულარიზმი, ძალიან კარგად იცის რა არის სახელმწიფოს როლი. არსებობს კონკორდატი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის და ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტანდარტისა და პრინციპის დაცვა. ხშირად ხდება არასწორი ინტერპრეტაცია, თუ რა არის სეკულარიზმი და როგორია მისი განვრცობა. პრემიერს არ უთქვამს ის, რასაც ზოგიერთი ექსპერტის კომენტარებში ვისმენდით", - ამბობს ბესელია.

კომენტარები