სეკულარიზმი

ანთაძე: ბედნიერებაა, რომ პრემიერი უპირატესობას ადამიანურ შინაარსს ანიჭებს

ენერგიულად არ ვეთანხმები ამ სტატუსს და, აი, რატომ: ალბერ კამიუ წერდა იმის შესახებ, რა ტრაგედიაა, როცა ადამიანი ფუნქციად იქცევა და ადამიანობას კარგავს. მაგალითად, როცა მინისტრს მხოლოდ მინისტრის შესაბამისი ჰალსტუხი უნდა ეკეთოს, მინისტრის შესაბამისი მეგობრები უნდა ჰყავდეს, მინისტრის შესაბამისად უნდა იქცეოდეს. აი, კიდევ მისი ციტატა: "რა არის ბედნიერება, თუ არა ადამიანის არსისა და არსებობის თანხვდომა." პრემიერი, რომელიც თავის ადამიანურ შინაარსს ანიჭებს უპირატესობას, ფუნქციასთან შედარებით, არის დიდი ბედნიერება პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის.

ასე ეხმაურება ჟურნალისტი ია ანთაძე ქალთა მოძრაობის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას სტატუსს Facebook-ზე პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შესახებ

კომენტარები