G20

იაპონიის პირველი ლედი ტრამპთან საუბრის ასარიდებლად ინგლისურად არ ლაპარაკობდა

New York Times-თან ინტერვიუსას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ჰამბურგში G20-ის სამიტის ფარგლებში გამართულ სადილზე ის იაპონიის პირველ ლედის, აკიე აბეს, გვერდით იჯდა და მასთან ერთად რამდენიმე საათის გატარება საკმაოდ უხერხული იყო. 

"მე პრემიერმინისტრ აბეს ცოლის გვერდით ვიჯექი და, ვფიქრობ, ის არაჩვეულებრივი კაცია და მისი ცოლიც არაჩვეულებრივი ქალია, მაგრამ ის ინგლისურად ვერ ლაპარაკობს. საერთოდ არაფერი, არც "გამარჯობა" და ეს ძალიან უხერხულია იმიტომ, რომ სადილი 1 საათისა და 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა,"- ყვება ტრამპი.

სინამდვილეში კი, სულ სხვა რამ მოხდა. როგორც აღმოჩნდა, აკიე აბე შესანიშნავად ლაპარაკობს ინგლისურად. თუ არ გჯერათ, ნახეთ ვიდეო:

 

კომენტარები