G20-ის სამიტში ვლადიმირ პუტინის მონაწილეობას დიდი ოცეულის წევრი ქვეყნები დათანხმდნენ.
რუსულმა მხარემ უკვე დაადასტურა, რომ პუტინი ბრისბენში სამიტს დაესწრება.
სექტემბრის დასაწყისში, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ავსტრალიის მთავრობას G20-ის სამიტზე რუსეთის მთავრობის დაბლოკვა სურდა. თუმცა დიდი ოცეულის წარმომადგენლები ერთიან მოსაზრებაზე ვერ შეთანხმდნენ.