ქუთაისში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა დილით, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მოხდა.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შს სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.





