აღზრდა

კვლევა: მშობლებს მართლაც ჰყავთ ფავორიტი შვილი

Mama's Health

ბავშვობაში, ალბათ, უმეტესობა თქვენგანს გაწუხებდათ აზრი, რომ თქვენს მშობლებს თქვენი დედმამიშვილი თქვენზე მეტად უყვარდათ. ან თუ გაგიმართლათ, ფიქრობდით, რომ თქვენს მშობლებს თქვენ უფრო უყვარდით, ვიდრე თქვენი დედმამიშვილი. მინდა გითხრათ, რომ ორივე შემთხვევაში მართალი იყავით. 

2016 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, დედების 75% აღიარებს, რომ ერთ შვილთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე სხვებთან. 2005 წელს მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მამების 70% და დედების 74% მუდმივად გამოხატავდნენ განსსაკუთრებულ ზრუნვას მხოლოდ ერთი შვილისადმი. 
წიგნის "ფავორიტი შვილი" ავტორი და ფსიქოლოგი ელენ ვებერ ლიბი ვაშინგტონიდან ამბობს, რომ ფავორიტიზმი საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა მას ტაბუ ადევს.

"მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ფავორიტიზმი ნორმალურია,"- ამბობს ის. 

მისი თქმით, რაღაც დონეზე ეს ყველა ოჯახშია. ზოგ მშობელს, მაგალითისთვის, ის შვილი ურჩევნია, რომელიც მას უფრო მეტად ჰგავს. ფავორიტი შვილი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს კიდეც. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ერთი შვილი იყოს ფავორიტი, მეორე ეტაპზე კი - სხვა.

"როდესაც ერთი ბავშვისადმი განსაკუთრებული ზრუნვა და მოვლა მუდმივად მხოლოდ ერთ  შვილზეა ფოკუსირებული ან მხოლოდ იმიტომ ხდება ეს, რომ მშობელმა თვითშეფასება აიმაღლოს და ეგო გამოკვებონ, მაშინ ის წითელ ხაზს კვეთს და მდგომარეობა არაჯანსაღი ხდება,"- ამბობს ის. 

10-წლეულების კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც ბავშვები გრძნობენ, რომ მათ თანაბრად არ ეპყრობიან, ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილები დეპრესიისკენ და დაბალი თვითშეფასებისკენ, ასევე, უფრო ხშირად ეხვევიან პრობლემებში. 2014 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფავორიტიზმის მცირედი გამოვლინებამაც კი ბავშვის ქცევაზე, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს. 

და მაინც, ეს ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული. მკვლევარმა ალექს ჯენსენმა გამოიკვლია 282 ოჯახი, რომ ენახა ფავორიტიზმის შედეგები "ნაკლებად" საყვარელ შვილებზე. მშობლებთან და შვილებთან ღრმა ინტერვიუს შემდეგ ჯენსენმა აღმოაჩინა, რომ იმ ოჯახებში, სადაც სიტუაცია პრობლემური და არეული იყო, "ნაკლებად" ფავორიტი შვილები მიდრეკილები იყვნენ ალკოჰოლისკენ, სიგარეტისკენ და ნარკოტიკებისგენ. ხოლო, შეკრულ ოჯახებში ფავორიტიზმს არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

კომენტარები