ხანძარი

ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი იწვის

რუსთავი 2

რამდენიმე საათია, მეხანძრეები ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ბოლო მონაცემებით, ცეცხლი 70-მდე მაღაზიას მოედო. შემთხვევის ადგილზე 7 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. სამაშველო სამსახურმა დამატებითი ჯგუფები სხვა ქალაქებიდანაც გამოიძახა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი და ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები