თუ რუსეთის ფედერაციის წინაშე მარტონი ვიქნებით, საქართველო არის განწირული იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ პატარა ქვეყანამ სრულფასოვანი წინააღმდეგობა გავუწიოთ. თუ აშშ, ევროკავშირი და პარტნიორები არ მოსთხოვენ რუსეთს, რომ უკანონო ქმედებები შეწყვიტოს, რუსეთი ოკუპაციას გააგრძელებს. საქართველოს ხელისუფლებისგან კი ვისმინეთ, რომ ეს, თურმე, პრობლემა არ ყოფილა. უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რუსეთი მართალია. თუ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, ოკუპაცია გაგრძელდება, ოკუპაცია არ შეჩერდება
მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო
ოთარ კახიძე: თუ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, ოკუპაცია გაგრძელდება
tbl.ge/2eg5
დაკოპირდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე საუბრობს მცოცავ ოკუპაციასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე. რუსთავი 2-ის ეთერი, გადაცემა "განსხვავებული აქცენტები".
ამავე თემაზე
- ხოშტარია: ჩვენ ვერ მივიღებთ ხელისუფლების მხრიდან მოძალადეების წახალისებას
- კიკნაველიძე ოკუპაციაზე: ხელისუფლება დამცინავი ფორმით პასუხობს ამ მოვლენებს
- უგულავა მელიაზე: ენმ-ის კარი მე გავუხსენი, მაგრამ უტიფრობა არ მისწავლებია
- ირაკლი კიკნაველიძე რეპერებზე: საქმე გვაქვს ხელისუფლების თავნებობასთან
- ევროპული საქართველოს წევრები EPP-ის დელეგაციას შეხვდნენ