მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

ირაკლი კიკნაველიძე რეპერებზე: საქმე გვაქვს ხელისუფლების თავნებობასთან

ნარკოპოლიტიკა სერიოზული პრობლემაა. ბევრი სამსჯელია ამ თემაზე, ბევრი რამ არის ასაწონ-დასაწონი, ჩვენ გვჭირდება ამ პოლიტიკის გადახედვა და ლიბერალიზაცია, მაგრამ მე მგონია, რომ ბოლო დღეებმა ჩვენ ამაზე მასშტაბური პრობლემაც კი დაგვანახა. ხელისუფლებამ მუსიკოსებს, რომელთა კლიპიც არ მოეწონა, ნარკოტიკი ჩაუდო ჯიბეში და ასე დაიჭირა და ასე აპირებდა გაგრძელებას, ეს აქცია რომ არ ყოფილიყო. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ხელისუფლების თავნებობასთან. ამ ამბავმა გააშიშვლა ხელისუფლება და დაგვანახა, რომ ამ ადამიანებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი სახელმწიფო დგას - გამოხატვის თავისუფლებას და კანონის უზენაესობას

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს სპიკერი საუბრობს "ბირჟა მაფიას" საქმის გარემოებებზე

კომენტარები