საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების შეჩერებას ითხოვს

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმის ლეგიტიმაციისათვის საკონსტიტუციო პროცესის შეჩერებას ითხოვს - პრეზიდენტის პოზიცია დღეს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მისმა პოლიტიკურმა მდინავმა ფიქრია ჩიხრაძემ გააცნო. 

„საერთაშორისო შეფასებების შემდგომ არავინ დავობს იმაზე, რომ დღეს მივიღეთ კონსენსუსისაგან დაცლილი, დაბალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი. ამიტომ უნდა გაჩერდეს ის,რაც აქამდე იყო და უნდა დაიწყოს დიალოგის ახალი ფორმატი, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მდგარ მოთხოვნებს“, -განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დღეს გამართულ კონფერენციაზე ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა:

"ოცნებამ მოატყუა მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება. ქვეყანა შეიყვანა პოლიტიკურ ჩიხში. ერთ მხარეს არის მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობოები, საერთაშორისო საზოგადოება, მეორე მხარეს კი ქართული ოცნება", - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა.

"სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გადაიფიქრა და 2024 წლისთვის დაგეგმა საარჩევნო რეფორმა და 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე ფაქტობრივად იგივე სისტემა გვექნება რაც დღეს. სწორედ ამიტომ შევიკირიბეთ, რათა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ჩვენ ყველანი, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო საზოგადოება და ვენეციის კომისია ვთანმხდებით, რომ სრულიად მიუღებელია ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო მმართველმა გუნდმა", - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი ლევან ნატროშვილი.

კომენტარები