კრიმინალი

შსს-მ ინდოეთის ორი მოქალაქე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს. 

კომენტარები