საგაზაფხულო სესია

გიორგი კახიანი: გამორიცხული არაა, რიგგარეშე სხდომების მოწვევა გახდეს საჭირო

პარლამენტი

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, საგაზაფხულო სესიის დახურვის მიუხედავად გამორიცხული არაა პარლამენტს რიგგარეშე სხდომებზე მოუწიოს შეკრება, რაც იმითაა განპირობებული, რომ ზოგიერთი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებაა საჭირო. 

"დასრულდა საგაზაფხულო სესიები, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რიგგარეშე სესიების მოწვევის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგეს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, კანონპროექტები, რომლებიც ჩვენ უახლოეს მომავალაში განსახილველი გვაქვს, რამდენად იცდის საშემოდგომო სესიამდე. თუ იქნება მიზანშეწონილი, რომ კანონპროექტები და არა მარტო კანონპროექტები, იყოს განხილული საშემოდგომო სესიამდე, ბუნებრივია იქნება მოწვეული რიგგარეშე სხდომა", - ამბობს კახიანი.

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. კანონმდებლები პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე შეიკრიბებიან.

კომენტარები