ჩრდილოეთ კორეა

ამერიკელი სტუდენტი ჩრდილოეთ კორეიდან სახლში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა

Reuters

ამერიკელი სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 15 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, სახლში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა.

22 წლის ოტო ვარმბიერი სასტუმროდან ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდის ნიშნის მოპარვის მცდელობისთვის დააკავეს. 

ვარმბიერი სახლში 1 კვირის წინ დაბრუნდა. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ის კომაში იყო, რაც ბოტულიზმმა გამოიწვია, ოჯახი კი ფიქრობს, რომ "დახურულ ქვეყანაში" წამების და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

სტუდენტს ტვინი ჰქონდა დაზიანებული, როდესაც ჩრდილოეთ კორეიდან ოჰაიოში გადაიყვანეს. ოჯახის განცხადებით, ვარმბიერს არ შეეძლო საუბარი, არ ჰქონდა მხედველობა და არ რეაგირებდა სხვების ლაპარაკზე.

კომენტარები