საბაჟო წესების დარღვევა

დიდი ოდენობით ოქროს დარღვევით შემოტანისთვის 2 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა. 

გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი "წითელი ხიდის" გავლით, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანეს დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 394.38 გრამის, ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულებამ 676 336.63 ლარი შეადგინა. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები