პეკინის გამზირის რეაბილიტაცია

პეკინის გამზირის რეაბილიტაციის გამო იცვლება ავტობუსების მარშრუტები

panoramio.com

პეკინის გამზირის რეაბილიტაციის გამო, 16 ივნისიდან რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი ხდება. სრული რეაბილიტაციისა და სავალი ნაწილის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიცვლება პეკინის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის სქემა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

№ 6

შალვა ნუცუბიძის ქუჩიდან - ბუდაპეშტის ქ. - პეკინის ქ. - ვაჟა ფშაველას გამზირი - ბექას ქ. - ა. ყაზბეგის გამზირი - პეკინის ქუჩა. შემდეგ დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებით: სააკაძის მოედნიდან - შარტავას ქ. - კანდელაკის ქ. - ჟვანიას მოედანი - პეკინის ქ. - ვაჟა-ფშაველას გამზირი - ტაშკენტის ქუჩა. შემდეგ დადგენილი სქემით.

№ 14

ზურაბ ჟვანიას მოედნიდან - პეკინის ქ. - ვაჟა-ფშაველას გამზირი - ბექას ქ. - ა. ყაზბეგის გამზირი შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.

№ 24

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირიდან - პეკინის ქ. - ანა კალანდაძის ქ. - შარტავას ქ. - კანდელაკის ქ. - ჟვანიას მოედანი - იური გაგარინის ქუჩა. შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.

№ 29

მერაბ კოსტავას ქუჩიდან - შარტავას ქ. - კანდელაკის ქ. - ჟვანიას მოედანი - პეკინის ქ. - ვაჟა-ფშაველას გამზირი - ტაშკენტის ქ. - სიმონ კანდელაკის ქუჩა. შემდეგ დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებით: ბუდაპეშტის ქუჩიდან - პეკინის ქ. - ვაჟა ფშაველას გამზირი - ბექას ქ. - ა. ყაზბეგის გამზირი - პეკინის ქუჩა. შემდეგ დადგენილი სქემით.

№ 42

მერაბ კოსტავას ქუჩიდან ჭაბუკიანის ქუჩით პეკინის ქუჩამდე. შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.

№ 47

მერაბ კოსტავას ქუჩიდან ჭაბუკიანისა და გამრეკელის ქუჩებით ადამ მიცკევიჩის ქუჩამდე. შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.

№ 49 (წრიული)

ჟიული შარტავას ქუჩიდან კანდელაკის ქუჩით ჟვანიას მოედნამდე. შემდეგ დადგენილი სქემით.

№ 51

აკაკი წერეთლის გამზირიდან - გ. ცაბაძის ქ. - დ. აღმაშენებლის გამზირი - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი - ვარაზისხევის ქუჩა. შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.

№ 87 (წრიული)

სააკაძის მოედნიდან - შარტავას ქ. - კანდელაკის ქ. - ჟვანიას მოედანი - პეკინის ქ. - ვაჟა ფშაველას გამზირი. შემდეგ დადგენილი სქემით.

№ 91

ლევან გოთუას ქუჩიდან - სააკაძის მოედანი - ჟიული შარტავას ქ.- კანდელაკის ქ. - ჟვანიას მოედანი - პეკინის ქ. - ვაჟა ფშაველას გამზირი - ბექას ქ. - პეკინის ქ. - მერაბ კოსტავას ქ. - გმირთა მოედანი. შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება

№ 150

ჟიული შარტავას ქუჩიდან - კანდელაკის ქ. - ჟვანიას მოედანი - პეკინის ქ. - ვაჟა ფშაველას გამზირი. შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.

"სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" - წერია კომპანიის განცხადებაში.

16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მიროტაძის ქუჩის კუთხემდე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იგეგმება. პეკინის ქუჩასა და მის მიმდიბარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვლება.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა. 

კომენტარები