დემნა გვასალია

დემნა გვასალიას "მოდის ოსკარად" წოდებული - CFDA AWARD-ის ჯილდო გადასცეს

Balenciaga-ს სამხატვრო ხელმძღვანელს, ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიას, CFDA Fashion Awards-ის "საერთაშორისო ჯილდო" მის მიერ შექმნილი ბრენდის Vetement-ისა და Balenciaga-სთვის შექმნილი კოლექციებისთვის გადასცეს. დემნა გვასალიამ მიღებული ჯილდო ბებიას მიუძღვნა.

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2009-2012 წლებში Maison Martin Margiela-ში ქალების კოლექციის მთავარი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. 2013-2015 წლებში კი LOUIS VUITTON მოდის სახლის მთავარ დიზაინერებს შორის იყო.

პარალელურად, 2014 წლიდან გვასალია მუშაობს მის მიერ შექმნილი ბრენდის Vetements-ის კოლექციებზეც.

2015 წლის ოქტომბერში, გვასალია Balenciaga-ს სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. Balenciaga-ს სამხატვრო ხელმძღვანლის როლში, დემნა გვასალიას დებიუტი 2016 წლის პარიზის მოდის კვირეულზე შედგა.

კომენტარები