სასარგებლო რჩევები

9 ხერხი იმისათვის, რომ თქვენი ბარგი აეროპორტში არ დაიკარგოს

სასწრაფოდ მოიშორეთ ძველი სტიკერები. თუკი ძალიან გიყვართ ჩემოდანზე ძველი სტიკერების შეგროვება, რომელიც წინა მოგონებებს გახსენებთ, თქვენ რისკავთ იმას, რომ შესაძლოა, თქვენი ბარგი ერთ დღეში არ მიიღოთ, რადგან ის შეცდომით სხვა ქვეყანაში გაფრინდება; კარგი იქნება, თუ დაწერთ თქვენ სახელ და გვარს სტიკერზე და დააკრავთ ჩემოდანს. ეს ბევრად გაამარტივებს თქვენი ბარგის პოვნას, იმ შემთხვევაში, თუ ის დაიკარგება. 



დროულად დარეგისტრირდით. როგორც აეროპორტების თანამშრომლები ამბობენ, ბარგი ყველაზე ხშირად იმ შემთხვევაში იკარგება, თუკი ბოლო წამს გადიხართ რეგისტრაციას. რაც უფრო გვიან დარეგისტრირდებით, მით უფრო იზრდება იმის შანსი, რომ თქვენი ბარგი თქვენთან ერთად არ გამოფრინდება, რადგან უბრალოდ, ვერ მოხერხდება დროულად მისი განთავსება. 



აეროპორტის თანამშრომლებს სთხოვეთ, რომ თქვენს ჩემოდანს დააკრან სტიკერი შემდეგი წარწერით: "მსხვრევადი". ეს ინტერნეტში გავრცელებული ხრიკია: უთხარით თანამშრომლებს, რომ მართლა ძალიან მარტივად მსხვრევადი ნივთები გიდევთ ჩემოდანში და ის განსაკუთრებულ იარლიყს მიიღებს, რომლითაც აუცილებლად მოეპყრობიან უფრო დიდი ყურადღებით. 

არ გადაავსოთ ჩემოდანი. რაც უფრო მძიმეა თქვენი ჩანთა, მით უფრო მეტ ზიანს მიიღებს ის. ამას თვითონ ჩემოდნების გადამზიდავები ამბობენ, როცა აღწერენ ბარგის გადალაგების პროცესს.

 



შეარჩიეთ ღია ფერის ჩემოდანი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მას არ უნდა ეტყობოდეს, რომ ძვირიანი. საქმე მარტივადაა, თუკი თქვენს ჩემოდანს ეტყობა, რომ ძვირადღირებულია, მას მოიპარავენ; ხოლო, თუ მუქი ფერისაა (შავი ან ნაცრისფერი), ის შეცდომით სხვა მგზავრის ხელში აღმოჩნდება, რომელსაც ასეთივე ფერის ჩემოდანი აქვს. ამიტომ, შეარჩიეთ ღია ფერის ან სხვადასხვა პრინტიანი ჩემოდანი, რომელიც არ "ყვირის", რომ მასში ძვირია გადახდილი.



თუ გადაჯდომა გიწევთ, სწორად გამოიყენეთ მოსაცდელი დრო. სტატისტიკურად ასე ხდება, რომ პირდაპირი ფრენისას უფრო მცირე შანსია, დაკარგოთ ბარგი, ვიდრე რამდენიმე თვითმფრინავზე ტრანზიტის დროს. ყოველი გადაჯდომისას, როგორც მინიმუმ, 1 საათი გაქვთ ტრანზიტის ზონაში გასატარებლად. გამოიყენეთ ეს დრო იმისთვის, რომ შეამოწმოთ, უსაფრთხოდაა თუ არა თქვენი ბარგი.

 


დააზღვიეთ განსაკუთრებულად ღირებული ბარგი. ერთხელ ერთ მგზავრს აშშ-ში გადაფრენისას ჩემოდანში 8 iPad-ი ჰქონდა დაზღვევისა და ყოველგვარი მითითების გარეშე. გაჯეტები მოიპარეს. სამაგიეროდ, მგზავრმა კომპენსაციით სახით, თანხა მიიღო - 30$. ასეთი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, უკეთესი იქნება, თუკი განსაკუთრებულად ღირებულ ბარგს წინასწარ დააზღვევთ. თუ დაზღვევას ვერ მოახერხებთ, რეგისტრატორთან ყოფნისას ფოტოები გადაიღეთ, რომ ეს ნივთები ნამდვილად გიდევთ ჩანთაში.

 


უპირატესობა მიანიჭეთ საკვანძო აეროპორტებს (ჰაბებს). საკვანძო აეროპორტები ავიაკომპანიების მიერ გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით ფრენების განსახორციელებლად. Forbes-ი წერს, რომ თუკი გადაჯდომა გიწევთ, ასეთი აეროპორტების გამოყენება უკეთესია. ჰაბებს ბარგის გადაზიდვის უფრო მოწესრიგებული სისტემა აქვთ.



გამოიყენეთ GPS-ი. თუკი ოდესმე დაგიკარგავთ ბარგი ან ზედმეტად ნერვიულობთ თქვენს ნივთებზე, მაშინ აუცილებლად გჭირდებათ ბარგისთვის GPS-ის საშუალებით თვალ-ყურის დევნა. პატარა და არც ისე ძვირი საშუალებაა, რომელიც აუცილებლად დაგაზღვევთ ჩემოდნის დაკარგვისგან.

 

კომენტარები