ე.წ. ციანიდის საქმე

ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს გრძელდება

დეკანოზი გიორგი მამალაძე
Facebook/ Ana Akhaladze

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე გაგრძელდება. თუმცა, სხდომები დახურული იქნება, რადგან მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით.

დღევანდელ პროცესს დაესწრებიან დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი. ისინი სასამართლო განხილვებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე. როგორც ცნობილია, მან სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და ადვოკატებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა, რაც მათ შეასრულეს. ამის გამო ბუგიანიშვილმა ისინი საქმეს ჩამოაშორა. ეს გადაწყვეტილება დეკანოზის ინტერესების დამცველებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან. 

კომენტარები