ბიძინა ივანიშვილის ხეები

ქობულეთიდან ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ევკალიპტის ხე გადაიტანეს

ბიძინა ივანიშვილი
Forbes

ქობულეთიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ევკალიპტის ხე გადაიტანეს. რუსთავი 2-ის ცნობით, ხის ტრანსპორტირებისთვის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე გაზონების დემონტაჟი გახდა საჭირო, ასევე ჩაიჭრა ელექტროსადენები და რკინიგზის ხაზები. დაზიანდა წყლის მილიც.

ევკალიპტის ხე სოფელ გელაურიდან გადაიტანეს. სამუშაოები გვიან ღამით კომპანია "ანაგის" წარმომადგენლებმა შეასრულეს.

კომენტარები