ამერიკელი პოპ-მომღერალი არიანა გრანდე Manchester Arena-ზე მომხდარ ტერაქტს Twitter-ზე ეხმაურება.
"გულგატეხილი ვარ. მთელი გულით ვწუხვარ. სიტყვები არ მყოფნის",-წერს გრანდე Twitter-ზე.
ტერაქტი არიანა გრანდეს კონცერტის დროს მოხდა. ტერაქტს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა.