ავტოავარია

სამტრედიაში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი - მძიმედ დაშავდა

metro.us

სამტრედიაში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი, მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ნისანის მარკის მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის დროს, მსუბუქ ავტომობილში სამი მგზავრი იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

კომენტარები