17 მაისი

შსს: 17 მაისს დაგეგმილი აქციების გამო, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

wikipedia

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციების გამო, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება.

16 მაისის 21:00 საათიდან იკეტება ვარდების მოედანი.

17 მაისს კი 09:30 საათიდან ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წელს ამ დღის აღსანიშნად გამართული აქცია საქართველოს საპატრიარქომ და მრევლმა ძალადობრივად დაშალა.

რამდენიმე წელია 17 მაისს საპატრიარქო „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავს. ხვალ, 17 მაისს, დაგეგმილია მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ. მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება.

შსს მოძრაობის შეზღუდვას გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მოტივით ხსნის.

კომენტარები