უბედური შემთხვევა

საქნახშირის დირექტორი: 4 მეშახტე 40 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა

netgazeti.ge

საქნახშირის დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის ცნობით, ტყიბულის მინდელის მაღაროში სარემონტო სამუშაოების დროს, 4 მეშახტე 40 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა და მათ ამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები დაიწყება.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამსახურში უთხრეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია როგორც სამაშველო ბრიგადები, ასევე სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში დამატებითი სამაშველო ჯგუფი თბილისიდან ტყიბულისკენ მიემართება.

კომენტარები