ქრთამის აღება

სუს-მა ქრთამის აღებისთვის მარნეულის გამგებლის წარმომადგენელი დააკავა

მარნეულის გამგებლის წარმომადგენელი კაშამ კარაევი სუს-მა ქრთამის აღებისთვის დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კაშამ კარაევი საქართველოს მოქალაქე გიორგი კ.-ს და ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქე აშოკ კ.ს-ს დახმარებას დაპირდა 50 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტის ადგილწარმოშობის ცნობის დამზადებაში, სადაც მითითებული იქნებოდა ყალბი მონაცემები.

"დახმარების სანაცვლოდ კაშამ კარაევმა ქრთამის სახით მოითხოვა 5 500 ლარი, საიდანაც 500 ლარი წინასწარ აიღო, ხოლო 5000 ლარი ცნობის გადაცემის დროს. კაშამ კარაევი თანხის გადაცემის დროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 5000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები