ყავა

ყავის სარგებლიანობა და უარყოფითი ეფექტი

wordpress.com

ჰარვარდის მკვლევრების მტკიცებით, ყავის დალევა თქვენი ჯანმრთელობისთვის მრავალმხრივი დადებითი ეფექტის მქონეა. ამისათვის კი კარგი იქნება თუ დღეში 2-3 ჭიქა ყავას დალევთ.

  • 3 ჭიქა ძლიერი ყავის დალევა პროსტატის კიბოს წარმოქმნის რისკებს ანახევრებს
  • პრევენციას უწევს მაღალი ქოლესტერინის წარმოქმნას
  • 3-4 ჭიქა ყავის დალევა გულის დაავადებების რისკს ამცირებს
  • 3-4 ჭიქა ყავის დალევა 20%-ით ამცირებს კანის სიმსივნის წარმოქმნის რისკებს

  • ჰარვარდის მკვლევრების მტკიცებით, კოფეინის შემცველი ყავის მომხმარებელთა ნივთიერებათა ცვლის პროცესი 16%-ით უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე მათი, ვინც უპირატესობას უკოფეინო ყავას ანიჭებს. 

  • 2-3 ჭიქა ყავის დალევა 15%-ით ნაკლებად იწვევს დეპრესიისკენ მიდრეკილებას

  • 2-3 ჭიქა ყავის დალევა აუმჯობესებს მოკლევადიან და გრძელვადიან მეხსიერებას, ასევე ავითარებს სწრაფ რეაქციას

თუმცა, სარგებელთან ერთად დიდი რაოდენობით ყავის დალევა ორგანიზმზე უარყოფით გავლენასაც ახდენს. ბრიტანელი მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, რეკომენდებულია ყოველი ყავის ჭიქის დალევის შემდეგ, 1 ან 2 ჭიქა წყალი დალიოთ. კვლევების თანახმად, დღეში 6 ჭიქაზე მეტი ყავის დალევა 71%-ით ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

კომენტარები