იტალია

იტალიის დემოკრატიული პარტიის პრაიმერში ექსპრემიერმა მატეო რენციმ გაიმარჯვა

guim.co.uk

იტალიის ექსპრემიერმა მატეო რენცი იტალიის მმართველი, დემოკრატიული პარტიის პრაიმერში გაიმარჯვა.

შიდაპარტიულ არჩევნებში მატეო რენციმ ხმების 70 %-ზე მეტი მიიღო. 

"ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც იტალიის სჯერა", - თქვა რენციმ. 

დემოკრატიული პარტიის ლიდერის ასარჩევ პრაიმერში მონაწილეობა დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა მიიღო. 

რენცის პრაიმერში გამარჯვება იტალიის პრემიერმა პაოლო ჯენტილონიმაც მიულოცა.

პრაიმერით არჩეულ კანდიდატურას პარტიის საყოველთაო სხდომაზე, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაამტკიცებენ. 

რენციმ იტალიის პრემიერისა და პარტიის ლიდერის პოსტი, გასული წლის დეკემბერში დატოვა, როდესაც რეფერენდუმზე მის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.

კომენტარები