ნარკოტიკები

შსს: 50 აბი "სუბოქსინი" ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო


სამართალდამცველებმა 1969 წელს დაბადებული თ.ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი“ ამოიღეს.

შსს-სვე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები