საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მაკრონმა ლე პენი დაამარცხა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის ხმების 97 %-ის დათვლის შემდეგ, პირველ ადგილს პოლიტიკური მოძრაობა En Marche!-ს ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი იკავებს, მან ხმების 23.9 % მიიღო, რაც შეეხება მეორე ადგილზე კი ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი გავიდა ხმების 21.4 %-ით. მაკრონი და ლე პენი ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 7 მაისს დაუპირისპირდებიან.

მესამე და მეოთხე ადგილებზე რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი ხმების 19.9 %-ით, პარტია დაუმორჩილებელი საფრანგეთის ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი ხმების 19.6 %-ით გავიდნენ.

მმართველი სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ბენუა ამონმა ხმების მხოლოდ 6.3 % მოაგროვა.

არჩევნების წინ მომზადებული კვლევების თანახმად, მეორე ტურში უდავო ფავორიტად ემანუელ მაკრონი მიიჩნევა. გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ლე პენი ხმების მხოლოდ 39 %-ს მიიღებს, მაკრონი კი 61 %-ს.

კომენტარები